
ქართული ღვინო. შექმნილი საქართველოში.
ქართული ღვინის სახლი
1996 წლიდან დღემდე ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რითაც ყველაფერი დაიწყო:
ვქმნით ქართულ ღვინოს საქართველოში — და ვუზიარებთ მას მსოფლიოს. იცვლება ბაზრები. ვითარდება ტექნოლოგიები. იზრდება მასშტაბი. უცვლელი რჩება მთავარი: ჩვენი კავშირი საქართველოსთან და მის მეღვინეობის ტრადიციასთან.
ჩვენს შესახებ
ქართული ღვინის სახლი
„ქართული ღვინის სახლის“ ისტორია 1996 წელს, გორში დაიწყო — ქალაქში, რომელიც საქართველოს გულში, ქვეყნის ისტორიული სავაჭრო, კულტურული და სატრანსპორტო გზების გადაკვეთაზე მდებარეობს.
დღეს „ქართული ღვინის სახლი“ თანამედროვე, საერთაშორისო მასშტაბის, სრული ციკლის მეღვინეობის კომპანიაა, რომელიც აერთიანებს საკუთარ ვენახებს, თანამედროვე საწარმოო ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიას, პროფესიონალ მეღვინეებსა და ტექნოლოგებს, მრავალფეროვან პროდუქციის პორტფელსა და საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს.
ჩვენ ვქმნით ღვინოსა და სპირტიან სასმელებს, რომლებიც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებთან აერთიანებს.
ჩვენთვის ტრადიცია წარსულის ნაწილი არ არის.
ის არის საფუძველი, რომელზეც თანამედროვე ქართულ მეღვინეობას ვქმნით.
ვენახიდან ბოთლამდე ჩვენ ვაკონტროლებთ პროდუქტის მთელ გზას — მის წარმოშობას, წარმოების პროცესს, ხარისხსა და სტაბილურობას.
იქ, სადაც ყურძენი იბადება, იწყება ჩვენი პასუხისმგებლობაც.
და ეს გზა მომხმარებლამდე გრძელდება — მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ჩვენი ვენახები
ყველაფერი მიწიდან იწყება
კარგი ღვინო მარნამდე ბევრად ადრე იქმნება.
ის იწყება მიწით, კლიმატითა და ვაზით.
საკუთარი ვენახები „ქართული ღვინის სახლის“ წარმოების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ჩვენი ვენახები კახეთისა და ქართლის მეღვინეობის ზონებში მდებარეობს. ამასთან, წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვა რეგიონებში გამოცდილ მევენახეებთან.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ ავტოქთონურ ჯიშებს — საფერავს, რქაწითელს, გორულ მწვანეს და სხვებს.
თითოეულ ჯიშს საკუთარი ხასიათი აქვს, რომელსაც მისი წარმოშობის ადგილი, მიწა და კლიმატი განსაზღვრავს.
ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეს ინდივიდუალობა და, ამავდროულად, თანამედროვე მეღვინეობის შესაძლებლობებით სრულად გამოვავლინოთ თითოეული ჯიშის პოტენციალი.
ჩვენთვის ვენახი მხოლოდ წარმოების პირველი ეტაპი არ არის.
სწორედ აქ ყალიბდება მომავალი ღვინის ხასიათი და იწყება ხარისხზე ზრუნვა.