- G W H -

ჩვენს შესახებ

image
image
image
image

Grape Wine & Kitchen

ღვინის შოურუმმა და ბარმა „Grape Wine & Kitchen“ თავისი განვითარება დაიწყო საქართველოს დედაქალაქ — თბილისში, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა არის ქართული ღვინის ნამდვილი მცოდნე და უმკაცრესი კრიტიკოსი. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაცნოთ "ნამდვილ" ღვინოებს, რომლებმაც გაიარეს ჩვენი შეფ-სომელიეს მკაცრი ტესტირება. იმისათვის, რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ყველა საუკეთესო ღვინო, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ, უნიკალურ ეგზემპლარებს. აქცენტი კეთდება არა მხოლოდ დიდ, კარგად დამკვიდრებულ მწარმოებლებზე, არამედ ახალ, მცირე, საოჯახო მეღვინეობებზეც.

კარგი ხარისხის ღვინო დღეს ფუფუნება არ არის, რადგან ქართველი მეღვინეების მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, ხარისხიანი პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად გამოვიტანოთ.


ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ჩამოსხმული, ბუტილირებული ღვინის პოპულარიზაციას და გვსურს, წარმოგიდგინოთ მხოლოდ საუკეთესო პროდუქტი!

ჩვენ ვალაგებთ ღვინოებს საწარმო-კომპანიების, ყურძნის ჯიშებისა და ადგილწარმოშობის რეგიონების მიხედვით, ხოლო ჩვენი პროფესიონალი სომელიეები კი სპეციალურ ტრენინგებს გადიან. ამრიგად, ჩვენს სტუმრებს ვუადვილებთ ღვინის შერჩევას და დაუვიწყარი ემოციების მიღებას მასთან გაცნობის პროცესში.

ჩვენ ვმართავთ ღონისძიებებს, დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, ვაწარმოებთ შეხვედრებს მეღვინეებთან, რადგან ჩვენი მიზანია, ღვინის შეძენასთან ერთად სტუმრებისთვის უზრუნველვყოთ უნიკალურ ატმოსფეროში ღვინოსთან გაცნობის პროცესით სიამოვნების მიღება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მშვენიერი სასმელის მოხმარების კულტურის განვითარებას, ხოლო თქვენ, როდესაც ერკვევით და აცნობიერებთ ღვინის არჩევის და დაგემოვნების ხელოვნებას, უბიძგებთ მეღვინეებს საუკეთესო ხარისხის ღვინის წარმოებისკენ!