მაღაზია GWH

კომპანია “ქართული ღვინის სახლი”-ს სპეციალიზირებული მაღაზია გაიხსნა 2007 წელს საქართველოში, ქ. თბილისში.

კომპანია “ქართული ღვინის სახლი”-ს მაღაზია იღებს ტურისტების ჯგუფებს (ოც კაცამდე) მთელი მსოფლიოდან. ჩვენი ღვინის მაღაზიის სომელიე ატარებს რეგულარულ მასტერ-კლასებს ღვინის დეგუსტაციით ყველასთვის, ვისთვისაც საინტერესოა ქართული ღვინოები, ის მოგიყვებათ ქართული მეღვინეობის საინტერესო ისტორიებს, გაგაცნობთ ღვინის დალევის ქართულ კულტურას და გაგიზიარებთ პროფესიონალური დეგუსტაციის საჭირო უნარ-ჩვევებს.
ჩვენი მაღაზიის პორტფელში იხილავთ ისეთ კლასიკურ ქართულ ღვინოებს, როგორიცაა:

- საფერავი - წითელი მშრალი

- მუკუზანი - წითელი მშრალი

- ალაზნის ველი- წითელი ნახევრად ტკბილი

- ალაზნის ველი- თეთრი ნახევრად ტკბილი

- ახაშენი - წითელი ნახევრად ტკბილი

- ქინძმარაული - წითელი ნახევრად ტკბილი

- ხვანჭკარა-  წითელი ნახევრად ტკბილი

- წინანდალი- თეთრი მშრალი

ასევე ღვინოები, რომლებიც დამზადებულია კომპანია “ქართული ღვინის სახლი”-ს ტექნოლოგიური ინსტრუქციების მიხედვით:

- ქართული მონასტრული – თეთრი მშრალი

- ქართული მონასტრული – წითელი ნახევრად ტკბილი


გაყიდვაში გვაქვს ჩამოსასხმელი პროდუქციაც:

- თეთრი ჭაჭა

- მუხის კასრებში დავარგებული ჭაჭა

- ბრენდი ხუთ წლიანი დაძველებით მუხის კასრებში

- ქინძმარაული - წითელი ნახევრად ტკბილი

- ხვანჭკარა -  წითელი ნახევრად ტკბილი

- წინანდალი - თეთრი მშრალი

- საფერავი - წითელი მშრალი

- წინანდალი- თეთრი მშრალი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია “ქართული ღვინის სახლში”!

ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ

ჩვენი ქარხნის ასორტიმენტში ყოველთვის იხილავთ ტრადიციულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ყურძნის ავტოხტონური ჯიშებისგან, როგორიცაა: ქინძმარაული, ახაშენი, წინანდალი, ხვანჭკარა, მუკუზანი, საფერავი, ალაზნის ველი, ოჯალეში, სახლის ღვინოები, თავკვერი, გორული მწვანე, ასევე შესანიშნავი ქართული კონიაკი, დავარგებული მუხის კასრებში სამიდან ათ წლამდე დაძველებით. ღვინო ისხმება როგორც მინის, ასევე კერამიკის ჭურჭელში.