შატო-აზნაური

        “შატო აზნაური– ეს არის დასვენების პირველი კლასის კომპლექსი, რომელიც მდებარეობს კახეთის ვენახებში სოფ. ენისელის და გრემის კოშკის მახლობლად.

კომპლექსის შემადგენლობაში შედის:

 

  • რესტორანი – 40 პერსონაზე შესანიშნავი კახური კერძებით. რესტორანში ტარდება ბანკეტები, ღვინის საღამოები საკუთარი წარმოების ქართული ღვინოების დეგუსტაციით, ჩვენი რესტორნის შეფ-მზარეულის მასტერ-კლასები შოთის პურის გამოცხობაში ტრადიციულ ქართულ ღუმელში-თონეში, ასევე ნამდვილი ქართული მწვადის მომზადებაში.
  • ბუტიკ-ოტელი განსაკუთრებული სტუმრებისთვის – ოტელის შემადგენლობაშია სამი ნომერი, თითეული მათგანი განსხვავებულ, განუმეორებელ სტილშია, ნომრებს აერთიანებს ერთი საერთო სასტუმრო ოთახი ბუხრით, სადაც შეგიძლიათ განიტვირთოთ და დაისვენოთ ქალაქური ყოველდღიურობისგან, დააგემოვნოთ საუკეთესო ღვინოები და კონიაკები ჩვენი სარდაფიდან.
  • სარდაფი-მარანი – ჩვენ ვაყენებთ ღვინოს ტრადიციული კახური მეთოდების გამოყენებით მიწაში განთავსებულ თიხის ჭურჭელში-ქვევრში. მზაობამდე ღვინო დუღს რამოდენიმე თვის განმავლობაში გრუნტის ტემპერატურაზე. ჩვენს სარდაფში მოთავსებული გვაქვს 14 ქვევრი საერთო მოცულობით 25 ტონა. მოსავლის მიღების პერიოდში მეღვინეები იყენებენ საუკეთესო ყურძენს ჩვენი ვენახებიდან, შემდგომ კი აკონტროლებენ დუღილის მთლიან პროცესს სპეციალურად თქვენთვის საუკეთესო ღვინის მომზადების მიზნით.

სექტემბერში ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში - მოსავლის დღესასწაულზე (რთველში), თქვენ მოგეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ მოსავლის შეგროვებაში, ღვინის დაწურვაში და ქვევრში დაყენებაში. არ გაუშვათ ეს უნიკალური შანსი გაეცნოთ მეღვინეობის ქართულ კულტურას საქართველოში და დატკბეთ ქართული ღვინით ჩვენს კომპლექსში  “შატო აზნაური”.

ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ

ჩვენი ქარხნის ასორტიმენტში ყოველთვის იხილავთ ტრადიციულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ყურძნის ავტოხტონური ჯიშებისგან, როგორიცაა: ქინძმარაული, ახაშენი, წინანდალი, ხვანჭკარა, მუკუზანი, საფერავი, ალაზნის ველი, ოჯალეში, სახლის ღვინოები, თავკვერი, გორული მწვანე, ასევე შესანიშნავი ქართული კონიაკი, დავარგებული მუხის კასრებში სამიდან ათ წლამდე დაძველებით. ღვინო ისხმება როგორც მინის, ასევე კერამიკის ჭურჭელში.