ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ

ჩვენი ქარხნის ასორტიმენტში ყოველთვის იხილავთ ტრადიციულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ყურძნის ავტოხტონური ჯიშებისგან, როგორიცაა: ქინძმარაული, ახაშენი, წინანდალი, ხვანჭკარა, მუკუზანი, საფერავი, ალაზნის ველი, ოჯალეში, სახლის ღვინოები, თავკვერი, გორული მწვანე, ასევე შესანიშნავი ქართული კონიაკი, დავარგებული მუხის კასრებში სამიდან ათ წლამდე დაძველებით. ღვინო ისხმება როგორც მინის, ასევე კერამიკის ჭურჭელში.


რაჭის რეგიონი


“ხვანჭკარა”- წითელი ნახევრად ტკბილი
ადგილწარმოშობის წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო, რაჭის რეგიონი, მზადდება “ალექსანდროული” და “მუჯურეთული”-ს ჯიშების ნარჩევი ყურძნისგან, რომელიც იკრიფება რაჭის ხვანჭკარის სპეციალური ზონის ვენახებში. ღვინოს ახასიათებს მუქი ლალისფერი შეფერილობა, დამახასიათებელი მდიდარი არომატი და ჟოლოს ხავერდოვანი ტონები.

 


კახეთის რეგიონი


“ქინძმარაული” - წითელი ნახევრად ტკბილი
ადგილწარმოშობის წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო კახეთის რეგიონიდან. ღვინო მზადდება ყურძნისგან “საფერავი”, რომელიც იკრიფება კახეთის რეგიონის ქინძმარაულის სპეციალურ მიკროზონაში. ღვინოს ახასიათებს მუქი წითელი შეფერილობა, მკვეთრად გამოხატული ბუკეტი და ჰარმონიული, ხავერდოვანი გემო.

 

“წინანდალი”- თეთრი მშრალი
ადგილწარმოშობის თეთრი/მშრალი ღვინო კახეთის რეგიონიდან. ღვინო მზადდება “რქაწითელის” და “მწვანეს” ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან, რომელიც იზრდება კახეთის რეგიონის წინანდლის სპეციალურ მიკროზონაში.  ღვინოს ახასიათებს ღია-ჩალისფერი შეფერილობა, განუმეორებელი ბუკეტი და არომატი.

 

“მუკუზანი” - წითელი მშრალი
ადგილწარმოშობის წითელი მშრალი ღვინო კახეთის რეგიონიდან. ღვინო მზადდება “საფერავის” ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან, რომელიც იზრდება მუკუზნის სპეციალურ ზონაში კახეთში.  ღვინო ვარგდება მუხის კასრებში, ახასიათებს მუქი ლალისფერი შეფერილობა, მკვეთრად გამოხატული არომატი და ნაზი ბუკეტი.

 

“ახაშენი” - წითელი ნახევრად ტკბილი
ადგილწარმოშობის წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო კახეთის რეგიონიდან. ღვინო მზადდება “საფერავის” ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან, რომელიც იზრდება ახაშენის სპეციალურ ზონაში კახეთში.  ღვინოს ახასიათებს მუქი წითელი შეფერილობა, მკვეთრად გამოხატული ბუკეტი და შოკოლადის ტონები.

 


სუფრის ღვინოები


“საფერავი” - წითელი მშრალი
წითელი მშრალი ღვინო. მზადდება “საფერავის” ჯიშის ნარჩევი ყურძნისგან, ახასიათებს მუქი-ლალისფერი შეფერილობა, ექსტრაქტულობა, ჰარმონიული გემო და სასიამოვნო მჟავიანობა.

 

“ალაზნის ველი “- წითელი ნახევრად ტკბილი
წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო მზადდება “საფერავის” ჯიშის ყურძნისგან, რომელიც მოყვანილია კახეთის რეგიონში. ახასიათებს წითელი შეფერილობა, ცოცხალი ბუკეტი და ჰარმონიული, ხავერდოვანი გემო.

 

“თავკვერი “- წითელი მშრალი
წითელი მშრალი სუფრის ღვინო, ახასიათებს მუქი ლალისფერი შეფერილობა, გაჯერებული ხილის არომატებით და ჰარმონიული, ხავერდოვანი გემო.


“ოჯალეში “- წითელი ნახევრად ტკბილი

წითელი ნახევრად ტკბილი სუფრის ღვინო. მზადდება ოჯალეშის ჯიშის ნარჩევი ყურძნისაგან, რეგიონ ლეჩხუმში. ახასიათებს მუქი-ლალისფერი შეფერილობა.


“ფიროსმანი “- წითელი ნახევრად მშრალი

წითელი ნახევრად მშრალი სუფრის ღვინო. მზადდება კახეთში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ახასიათებს მუქი-ლალისფერი შეფერილობა, ჰარმონიული გემო.

 

“ალაზნის ველი “-თეთრი ნახევრად ტკბილი
თეთრი ნახევრად ტკბილი სუფრის ღვინო. მზადდება კახეთში მოყვანილი “რქაწითელის” ჯიშის ყურძნისგან. ახასიათებს ჩალისფერი შეფერილობა, განსაკუთრებული არომატი, რომელიც ახასიათებს მხოლოდ ამ ჯიშს და რბილი, ცოცხალი, ჰარმინიული გემო.

 

“გორული მწვანე” - თეთრი მშრალი
თეთრი მშრალი სუფრის ღვინო, ახასიათებს რბილი გემო, ქარვისფერი ფერი, ზომიერი სისავსის ბუკეტი და წარმოადგენს სუფრის სამაგალითო ღვინოს.

 

«სახლის ღვინო» წითელი ნახევრად ტკბილი

«სახლის ღვინო» წითელი ნახევრად მშრალი

«სახლის ღვინო» წითელი მშრალი

«სახლის ღვინო» თეთრი ნახევრად ტკბილი

«სახლის ღვინო» თეთრი მშრალი


კონიაკი

«ქართული კონიაკი» სამ წლიანი

«ქართული კონიაკი» ხუთ წლიანი

«ქართული კონიაკი» შვიდ წლიანი 

«ქართული კონიაკი» ათ წლიანი 

ჭაჭა

«ჭაჭა დაძველებული»

«ჭაჭა კლასიკური»