ჩვენი და სხვა სიახლეები

«სოციალური მაცივარი» - «ქართული ღვინის სახლის» ინიციატივა

ხუთშაბათს 14 იანვარს პროდუქტებით სავსე მაცივარი დაიდგა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე, ნებისმიერ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს შეუძლია მაცივრით სარგებლობა. პროექტის აზრი მარტივია- დაეხმარე გაჭირვებულს.

"პირველი "სოციალური მაცივარი" გაჩნდა 25 დეკემბერს ქალაქ გორის ცენტრში ახალგაზრდული მოძრაობის "დროა"-ს ინიციატივით. ჩვენ მოგვეწონა იდეა და ჩვენმა კომპანიამ "ქართული ღვინის სახლმა" გადაწყვიტა მსგავსი პროექტის განხორციელება თბილისში,- განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა ვასილ დვალმა.

ორგანიზატორებმა დაბეჭდეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც დაარიგებენ სუპერმარკეტებში და სწრაფი კვების ობიექტებში, ბოლოს აღნიშნულებმა სურვილის შემთხვევაში თავისი წვლილის შეტანა რომ შეძლონ. მომავალში სოციალური მაცივრის დადგმა ბათუმშიც იგეგმება.


ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ

ჩვენი ქარხნის ასორტიმენტში ყოველთვის იხილავთ ტრადიციულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ყურძნის ავტოხტონური ჯიშებისგან, როგორიცაა: ქინძმარაული, ახაშენი, წინანდალი, ხვანჭკარა, მუკუზანი, საფერავი, ალაზნის ველი, ოჯალეში, სახლის ღვინოები, თავკვერი, გორული მწვანე, ასევე შესანიშნავი ქართული კონიაკი, დავარგებული მუხის კასრებში სამიდან ათ წლამდე დაძველებით. ღვინო ისხმება როგორც მინის, ასევე კერამიკის ჭურჭელში.