ჩვენი და სხვა სიახლეები

ჩვენ გავიარეთ აკრედიტაცია!

2018 წლის 2 მარტს კომპანია „ ქართული ღვინის სახლის“ საგამოცდო ლაბორატორიამ გაიარა აკრედიტაცია და მას “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის”  მიერ   ISO/IEC 17025:2010 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით შემდეგ სფეროში:

  1. ღვინო და ღვინომასალა, კონიაკი.

ISO 17025-ის მიხედვით აკრედიტაცია იმის საშუალებას იძლევა, რომ ლაბორატორიამ განახორციელოს ნებისმიერი პროდუქტის, მასალების, კომპონენტების, სისტემების გამოცდა, რადგან იგი აღიარებულია სპეციალური ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ლაბორატორიად. გამოცდების შედეგები იქნება გამართლებული არა მხოლოდ ლაბორატორიის თვალსაზრისით, არამედ აღიარებული იქნება ISO / IEC 17025 სტანდარტით.

გამოცდის დროს ლაბორატორიის მიერ მიღებული ყველა აზომვითი შედეგი, აღიარებული იქნება ეროვნულ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს მრავალი ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრას და რიგ სამართლებრივ პრობლემების აცილებას.

ჩვენს გუნდს ვულოცავთ წარმატებას!

ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ

ჩვენი ქარხნის ასორტიმენტში ყოველთვის იხილავთ ტრადიციულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ყურძნის ავტოხტონური ჯიშებისგან, როგორიცაა: ქინძმარაული, ახაშენი, წინანდალი, ხვანჭკარა, მუკუზანი, საფერავი, ალაზნის ველი, ოჯალეში, სახლის ღვინოები, თავკვერი, გორული მწვანე, ასევე შესანიშნავი ქართული კონიაკი, დავარგებული მუხის კასრებში სამიდან ათ წლამდე დაძველებით. ღვინო ისხმება როგორც მინის, ასევე კერამიკის ჭურჭელში.