სიახლეები

«სოციალური მაცივარი» - «ქართული ღვინის სახლის» ინიციატივა

ხუთშაბათს 14 იანვარს პროდუქტებით სავსე მაცივარი დაიდგა თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე, ნებისმიერ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს შეუძლია მაცივრით სარგებლობა.

ჩინეთში 'ქართული ღვინის სახლი' გაიხსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზაჯანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრალურ უბანში გახსნა ქართული ღვინის სახლი.

ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ

ჩვენი ქარხნის ასორტიმენტში ყოველთვის იხილავთ ტრადიციულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ყურძნის ავტოხტონური ჯიშებისგან, როგორიცაა: ქინძმარაული, ახაშენი, წინანდალი, ხვანჭკარა, მუკუზანი, საფერავი, ალაზნის ველი, ოჯალეში, სახლის ღვინოები, თავკვერი, გორული მწვანე, ასევე შესანიშნავი ქართული კონიაკი, დავარგებული მუხის კასრებში სამიდან ათ წლამდე დაძველებით. ღვინო ისხმება როგორც მინის, ასევე კერამიკის ჭურჭელში.