ისტორია

საქართველო ოდითგან ცნობილია ღვინით.ვაზის კულტი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. მრავალი წლის მანძილზე იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქართული ღვინის დაყენების საიდუმლო. ამ საიდუმლოს კარგად იცნობენ და იყენებენ  „ქართული ღვინის სახლი“-ს მეღვინეებიც.

 

ქარხანა დაარსდა 1996 წელს ქართლის გულში - გორში. აქ მდინარე ლიახვის მარცხენა სანაპიროზე არის მეღვინეობის (ვენახების ზონა). ვენახები არის ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილშიც. ყურძენი შემოდის კახეთის რეგიონიდანაც. ღვინის ხარისხის შემოწმება იწყება ყურძნის მიღების თანავე. ყურძნის გადამუშავება, მისი ფილტრაცია და ჩამოსხმა ხდება უახლესი დანადგრებით. თანამედროვე დონეზეა აღჭურვილი ქარხნის ლაბორატორიაც, სადაც გამოცდილი სპეციალისტები ამოწმებენ პროდუქციის ხარისხს მისი გადამუშავების ყოველ ეტაპზე.განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ღვინის ეკოლოგიურ სისუფთავეს.

 

შპს „ქართული ღვინის სახლმა“ 2006 წელს გახსნა ყურძნის მიმღები და გადამამუშავებელი ქარხანა რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში . რაჭა ეს ის კუთხეა , სადაც ხარობს არაჩვეულებრივი და უნიკალური ჯიშები „ალექსანდროული“ და „მუჯურეთული“. სწორედ ამ ჯიშებისგან მზადდება ქართული ღვინოების მარგალიტი „ხვანჭკარა“.

 

ქარხნის მეღვინეები სათუთად ეპყრობიან ღვინის წარმოების ძველ, ტრადიციულ მეთოდებს, მაგრამ გაბედულ ექსპერიმენტებსაც არ ერიდებიან.

„ქართული ღვინის სახლი“ გარდა ცნობილი ღვინოებისა  როგორიცაა „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „მუკუზანი“, „საფერავი“,„ალაზნის ველი“ , „ხვანჭკარა“,

„წინანდალი“ ,“ვაზისუბანი“ ,“ატენური“ , აწარმოებენ ახალ ღვინოებსაც „მწირი“,

„გამარჯობა“ ,“ამირანი“.

 

ქარხნის ხელმძღვანელობა მუშაობს ახალ პროექტებზე.მალე შეიქმნება ღვინის სერია“განსაკუთრებული ღვინოები“.

ღვინის ჩამოსხმა ხდება სხვადასხვა ტევადობის მინის და თიხის ჭურჭლებში.

ისტორია
ისტორია
ისტორია
ისტორია

ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ

ჩვენი ქარხნის ასორტიმენტში ყოველთვის იხილავთ ტრადიციულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ყურძნის ავტოხტონური ჯიშებისგან, როგორიცაა: ქინძმარაული, ახაშენი, წინანდალი, ხვანჭკარა, მუკუზანი, საფერავი, ალაზნის ველი, ოჯალეში, სახლის ღვინოები, თავკვერი, გორული მწვანე, ასევე შესანიშნავი ქართული კონიაკი, დავარგებული მუხის კასრებში სამიდან ათ წლამდე დაძველებით. ღვინო ისხმება როგორც მინის, ასევე კერამიკის ჭურჭელში.