ღვინის ქარხანა და საცავი

      ღვინის კომპანია “ქართული ღვინის სახლი” დაარსდა 1996 წელს საქართველოსცენტრალურ ნაწილში, ქ. გორში. ქალაქი განლაგებულია მდინარე მტკვარის ჩრდილოეთ ნაპირზე, იქ, სადაც მდინარე ლიახვი უერთდება მდინარე მტკვარს.

     კახეთის მაცხოვრებლები, ცნობილი უხუცესები თავისი ჯანმრთელობის ბუნებრივ მიზეზს საფერავის კვებითი ღირებულებებით ხსნიან, რომელიც მეღვინეობის კლასიკური ტექნოლოგიებით მზადდება. კახური ღვინო გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ორგინალური გემოთი და მიეკუთვნება ღვინოების ისეთ კატეგორიას, რომელსაც ადგილწარმოშობის ღვინოებად მოიხსენიებენ.

     “ქართული ღვინის სახლი” დიდ ყურადღებას უთმობს მეღვინეობის ტრადიციული მეთოდების შენარჩუნებას ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად. ჩვენთვის პრიორიტეტულია პროდუქტის სისუფთავის შენარჩუნება, ამიტომ არ ვიყენებთ პესტიციდებს და სხვა მსგავს სასუქებს.

      საწარმოში ფუნქციონირებს პროდუქციის ხარისხის კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე, როგორიცაა: ყურძნის მიღება, გადამუშავება, ფილტრაცია და ჩამოსხმა. ქარხნის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და ამაყობს თავისი უმაღლესი რანგის სპეციალისტებით.

      2014 წელს “ქართული ღვინის სახლმა” შეიძინა ღვინის ჩამოსასხმელი სრულად ავტომატიზირებული ჩამოსხმის იტალიური ხაზი, რომელზეც გამოიყენება ტანგენციალური ფილტრი კერამიკული მემბრანებით. ასეთი დანადგარი საშუალებას იძლევა შევამციროთ წარმოების ხარჯები და შევინარჩუნოთ პროდუქტის მაღალი ხარისხი. ზემოხსენებული ფილტრაციის შემდეგ შესაძლებელია პროდუქტის დაუყოვნებელი ჩამოსხმა ბოთლებში. მოცემული დროისთვის წარმოებაში ფუნქციონირებს სამი ხაზი:


    - ღვინის ხელით ჩამოსხმის ხაზი 0,5; 0,7; 0,75; 1,5 ლიტრის მოცულობისკერამიკურ ბოთლებში, საშუალო წარმადობით 6000 ბოთლი დღეში.
    - ღვინის ჩამოსხმის ავტომატიზირებული ხაზი 0,7 და 0,75 ლიტრის მოცულობისმინის ბოთლებში, საშუალო წარმადობით 3600 ბოთლი საათში.
    - ღვინის და კონიაკის ჩამოსხმის ავტომატიზირებული ხაზი 0,5 და 0,7 ლიტრის მოცულობის მინის ბოთლებში, საშუალო წარმადობით 1200 ბოთლი საათში.

ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი
ღვინის ქარხანა და საცავი

ღვინო, რომელსაც ვაწარმოებთ

ჩვენი ქარხნის ასორტიმენტში ყოველთვის იხილავთ ტრადიციულ ქართულ ღვინოებს, რომლებიც დამზადებულია ყურძნის ავტოხტონური ჯიშებისგან, როგორიცაა: ქინძმარაული, ახაშენი, წინანდალი, ხვანჭკარა, მუკუზანი, საფერავი, ალაზნის ველი, ოჯალეში, სახლის ღვინოები, თავკვერი, გორული მწვანე, ასევე შესანიშნავი ქართული კონიაკი, დავარგებული მუხის კასრებში სამიდან ათ წლამდე დაძველებით. ღვინო ისხმება როგორც მინის, ასევე კერამიკის ჭურჭელში.